კალაძე გარემიოვაჭრეების წინააღმდეგ. ომი უნდათ? ომს მიიღებენ – გარემოვაჭრეების პასუხი მერს | 26.01.2022

მოქალაქეები, რომელთა შემოსავლის ერთადერთი წყარო, სწორედ გარევაჭრობაა, მერის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოები არიან. ამბობენ, რომ სავაჭრო სივრცეებში გადასვლის შემთხვევაში, გადასახადის გადახდას ვერ შეძლებენ, რადგან მათი თქმით, შემოსავალი ისედაც მიზერული აქვთ. გარემოვაჭრეები, რომლებიც წლებია მერიის ზედამხედველობის სამსახურის დევნის ობიექტები არიან, ამბობენ, რომ  გარევაჭრობით გამომუშავებული თანხა საკვებსა და  მედიკამენტებზეც კი არ ყოფნით.

მძიმე სოციალური  და ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, ოპოზიცია  კახა კალაძის დღევანდელ გადაწვეტილებას,  არადამიანურს უწოდებს.  ამბობენ, რომ თბილისი მერს წარმოდგენაც კი არ აქვს, თუ რა პირობებში უწევთ მის თანამოქალაქეებს ოჯახების რჩენა.  მათი შეფასებით,  ქალაქის იერსახეზე ზრუნვა არაადამიანურ გადაწყვეტილებებს ვერ ამართლებს. ოპოზიცია მერს  გარემოვაჭრეებთან პირისპირ საუბარს ურჩევს.

კახა კალაძის დღევანდელი განცხადების შემდეგ გარემოვაჭრეები ადგილზე შესაბამისი სამსახურის თანამშრომლების გამოჩენას ელოდებიან. ამბობენ, რომ ისინი მერის გადაწვეტილებას არ დათანხმდებიან და კახი კალაძის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან მათი გაყვანა, ძალის გამოყენებით მოუწევს.