პარლამენტი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე მუშაობას იწყებს. დოკუმენტის შინაარსთან დაკავშირებით საპარლამენტო ფრაქციებს შორის კონსულტაციები უახლოესი 24 საათის განმავლობაში დაიწყება. ოპოზიციამ პარლამენტს ორი რეზლუციის ტექსტი წარუდგინა, ერთი უკრაინის მხარდამჭერი, ხოლო მეორე საქართევლოს ნატო-ში გაწევრიანებას ეხება. ოპოზიცია თვლის, რომ პარლამენტმა საკითხი უახლოეს სესიაზე უნდა განიხილოს, რაზეც მზაობას აცხადებს “ქართული ოცნებაც”. სწორედ უკრაინაზე საუბრით გაიხსნა დღეს ბიუროს სხდომა. პარლამენტის თავმჯდომარემ მეგობარ ქვეყანას სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა.
რეზოლუციის გარდა ოპოზიცია გამოდის ინიციატივით, რომ რეგიონში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრა გაიმართოს, სადაც თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს მოუსმენენ. ოპოზიცია ასევე ითხოვს, რომ საპარლამენტო დელეგაცია კიევში ჩავიდეს და უკრაინის მხარდაჭერა ადგილზე დააფიქსიროს.