ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილი დღეს ქალ პოლიტიკოსებს შეხვდა | 24.01.2022

პრეზიდენტმა პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კონსულტაციები განაახლა. ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილი დღეს ქალ პოლიტიკოსებს შეხვდა.  “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დირექტორის, ეკა გიგაურის თქმით, პოლარიზაციის დასასრულებლად მნიშვნელოვანია ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას. საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით, ინიციატივის სისრულეში მოყვანისთვის მეტი სიცხადეა საჭირო. მათივე შეფასებით, მნიშვნელოვანია ინიციატივა კონკრეტულ და დროულ ნაბიჯებზე გადავიდეს, რათა ნდობის რესურსი შენარჩუნებული იქნეს. შეხვედრას ესწრებოდა “ქართული ოცნების” დებუტატი, ნინო წილოსანიც.

შეგახსნებთ, რომ პრეზიდენტმა  მის მიერ ინიცირებული ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში რამდენიმე შეხვედრა უკვე გამართა. მიზანი კი ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის დასრულებაა.