ოპოზიციის ლიდერები დღეს უკრაინის ელჩს საქართველოში, იგორ დოლგოვს შეხვდნენ. საელჩოში მივიდნენ პარტია “ლელოს” და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები. უკრაინის მხარდამჭერი საგანგებო ნოტას ადრესატები უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმიტ ზელენსკი და უკრაინის უმაღლესი რადის სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი არიან. ოპოზიციის ნოტაში ნათქვამია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინასა და საქართველოს შორის ორმხრივი კავშირებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და სამხედრო მიმართულებებით.