კორონავირუსით ინფიცირებულები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, თავდაცვის მინისტრი, ინფრასტრუქტურის და განათლების მინისტრები. ინფიცირების გამო ოთხივე მათგანი დღეს მთავრობის სხდომას არ ესწრებოდა. კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდის შესახებ განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ აუცილებელია პროცესის გაფართოება.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავიურსის 7 947 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 31 ადამიანი. ქვეყნის მასშტაბით ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთულია. მიმართვიანობა მაღალია ბავშვთა საავადმყოფოებში.
ეპიდემიოლოგები მიმდინარე კვირას ვირუსის კიდევ უფრო მეტად გავრცელებას ვარაუდობენ. მედიკოსები არ გამორიცხავენ, გაზაფხულზე კოვიდის ახალი შტამიც გამოჩნდეს. სწორედ ამიტომ, უცვლელი რჩება სპეციალისტების რეკომენდაციები. მედიკოსების განმარტებით, ომიკრონის მთავარი სიმპტომი სურდოა და აუცილებელია მოქალაქეებმა მეტი ყურადღება გამოიჩინონ.