ევროსაბჭოს და ევროკომისიის კაბინეტების ხელმძღვანელები მიხეილ სააკაშვილს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში წერილს უგზავნიან. წერილში ნათქვამია, რომ ევროპელი პარტნიორები განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდებიან სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხს, ასევე მის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელებას. წერილში ხაზგასმულია ოპიზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებების აუცილებლობაც. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი- შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ოფიციალურ თბილისს მოუწოდებენ შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები.