მეუფე ნიკოლოზი მზად არის, შინაპატიმრობისთვის სააკაშვილს ადგილი საკუთარ ეპარქიაში გამოყოს | 19.01.2022

სააკაშვილის შინაპატიმრობა მონასტერში – ინიციატივა ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტს ეკუთვნის. მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ თანხმობის შემთხვევაში მზად არის –  ადგილი შინაპატიმრობისთვის საკუთარ ეპარქიაში გამოყოს.  მიტროპოლიტი ვარაუდობს, რომ ინიციატივას დათანხმდება თავად მსჯავრდებული.  სასულიერო პირი  მზად არის, მხარეებს შორის შუამავალი იყოს. განიხილავენ თუ არა სინოდის გავლენიანი წევრის  წინადადებას სახელმწიფო უწყებები უცნობია.