სააკაშვილის შინაპატიმრობა მონასტერში – ინიციატივა ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტს ეკუთვნის. მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ თანხმობის შემთხვევაში მზად არის – ადგილი შინაპატიმრობისთვის საკუთარ ეპარქიაში გამოყოს. მიტროპოლიტი ვარაუდობს, რომ ინიციატივას დათანხმდება თავად მსჯავრდებული. სასულიერო პირი მზად არის, მხარეებს შორის შუამავალი იყოს. განიხილავენ თუ არა სინოდის გავლენიანი წევრის წინადადებას სახელმწიფო უწყებები უცნობია.