კორონავირუსის მორიგი ანტირეკორდი- ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევები საგანგაშოდ მატულობს. 8728 ინფიცირებული და 43 გარდაცვლილი. ასეთია ბოლო 24 საათის განახლებული კოვიდსტატისტიკა.ყოველდღიურად მატულობს ვირუსის ახალი შტამის შემთხვევებიც.დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ომიკრონის უკვე 1250-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. ეპიდემიოლოგები ახალი შტამით ინფიცირების რეკორდულ მაჩვენებლებს პროგნოზირებენ. ჯანდაცვის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში ომიკრონის ტალღა პიკს რამდენიმე კვირაში მიაღწევს. ჰოსპიტალური სექტორის გაფრთხილებისა და გართულებების თავიდან არიდების მიზნით კი, მოქალაქეებს დროულად აცრისკენ მოუწოდებენ.
ომიკრონის სახელით ცნობილი კორონავირუსის ახალი შტამის შემთხვევები სწრაფი ტემპით მატულობს მსოფლიო ქვეყნებშიც. ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა თითქმის ნახევარი მილიონი საფრანგეთში გამოვლინდა. მონაცემები ყოველდღიურად მაღალ ნიშნულს აღწევს გერმანიასა და იტალიაშიც. გარდაცვალების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ავსტრალიაში. უმძიმესი ეპიდვიტარების ფონზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საზოგადობას აფრთხილებს. ჯანმოს დირექტორის შეფასებით, მოსაზრებას რომ ომიკრონი ვირუსის მსუბუქი ვარიანტია არასწორია. ამბობს, რომ ომიკრნი გარდაცვალების შემთხვევებს იწვევს, საიდანაც ერთადერთი გამოსავალი ისევ და ისევ ვაქცინაციაა.