ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები დევნილთა მდგომარეობის შესასწავლად სანატორიუმ „ქართლში“ მივიდნენ | 19.01.2022

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები დევნილთა დასახლებაში მდგომარეობის შესასწავლად მივიდნენ. თბილისის ზღვაზე მდებარე სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრები დევნილები დიდი ხანია სიცოცხლისთვის საშიშ ავარიულ შენობაში ცხოვრობენ და ხელისუფლებისაგან ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. სანატორიუმ ქართლში მცხოვრებმა 52 წლის მამაკაცმა მძიმე სოციალური ფონს ვერ გაუძლო და 16 იანვარს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.