“ნაციონალურმა მოძრაობამ” ახალი სამდივნო წარადგინა. პარტიას, ჯამში, 12 სხვადასხვა მიმართულების მდივანი ეყოლება, რომელიც პარტიის ყოველდღიურ მუშაობას უზრუნველყოფს. გენერელაური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ ისინი პარტიის სამომავლო ხედვებზე და ეკონომიკურ გეგმებზე იმუშავებენ. სამდივნოს გენერალური მდივნის მოადგილე ზურა მელიქიშვილია, საგარეო საკითხთა მდივანი – თინათინ ბოკუჩავა, ანტიკორუფციული საკითხების მდივანი კი ლევან ხაბეიშვილი იქნება.