სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება -ჰარცელი-პაპუაშვილის შეხვედრის ძირითადი თემა | 17.01.2022

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება იყო განხილვის ერთ-ერთი თემა დღეს, პარლამენტის თავჯდომარესა და ევროკავშირის ელჩს შორის გამართულ შეხვედრაზე. კარლ ჰარცელი ამბობს, რომ სამსახურის გაუქმება დაჩქარებულად მოხდა, რის გამოც ხელისუფლებასთან კითხვები აქვთ. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა დეკემბერში   სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გააუქმა და  მის მაგივრად ორი — სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურებები შექმნა. კანონის მიღების შეჩერება მოითხოვა ევროკავშირმა, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, გაერომ,  ევროპარლამენტარებმა და  ამერიკის ელჩმა. ყველა მათგანმა მიუთითა, რომ დამოუკიდებელი ინსტიტუტის დაშლა ასეთი დაჩქარებული წესით კითხვის ნიშნებს აჩენდა. საზოგადოების ნაწილმა ოცნების ეს გადაწყვეტილება,  სახელმწიფო ინსპექტორის მიერ, მიხელ სააკაშვილის გარშემო მიღებულ გადაწვეტილებებით ახსნა.