ყოფილ სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრები დევნილები პროტესტს ზურაბ ჭიჭოშვილის დაკრძალვის შემდეგ გააგრძელებენ. მანამდე კი ისინი, ხელისუფლებას უნდობლობას უცხადებენ. გუშინ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, დევნილები მთავრობას დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურებაზე უარს ეუბნებიან, ასევე უარს ამბობენ შეთავაზებულ სანატორიუმიდან განსახლების პირობებზეც. დევნილების ამბობენ, შეთავაზება მათი ქირით გასვლასთან დაკავშირებით “ცრუ დაპირებაა”, რომელიც აქამდე მრავალჯერ მოისმინეს. სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრები დევნილები პირობას დებენ, რომ ხელისუფლებას გარდაცვლილი დევნილის დისკრედიტირების უფლებას არ მისცემენ.
სანატორიუმ ქართლის მაცხოვრებელმა 52 წლის ზურაბ ჭიჭოშვილმა გუშინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამ ქმედებით ის შეეცადა, მთავრობის ყურადღება მიექცია პრობლემაზე, რომელის მოგვარებასაც დევნილები უკვე თვეებია ითხოვენ. კერძოდ მათთვის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართების გადაცემას. ხელისუფლების უყურადღებობის გამო კი 52 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სანატორიუმ “ქართლში” მომხდარ ტრაგედიაზე, ჯანდაცვის სამინისტრო პასუხისმგებლობას არ იღებს. ჯანდაცვის ახალი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი მომხდარს უბედურ შემთხვევას უწოდებს და ამბობს, რომ ტრაგედიას დევნილების მოთხოვნებთან კავშირი არ ქჰონია. ტრაგედიის შეფასებებისგან თავს იკავებენ ქართული ოცნების ლიდერები.
მომხდარის გამო, ხელისუფლებას გულგრილობაში ადანაშაულებენ ოპოზიცონერი ლიდერები. ისინი სანატორიუმ ქართლში მომხადრი შემთხვევის გამოძიებას ითხოვენ. ამბობენ, რომ რომ აუცილებელია დადგინდეს ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი. ოპოზიციამ ქართული ოცნების დეპუტატს – ადმაიანის უფლებათას დაცვის კომიტეტის თავჯდომარეს- მიხეილ სარჯველაძეს მიმართა, რომ აღნიშნული საქმე პირად კონტროლზე აიყვანოს.
მომხდარი ტრაგედიის შემდეგ გარდაცვლილის ოჯახს თანაგრძნობა სახალხო დამცველმა გამოუცხადა. ნინო ლომჯარია დღეს დევნილებს შეხვდა. ომბუდსმენმა ხელისუფლებას მოუწოდა სწრაფად მოაგვაროს ნგრევადი სტატუსის მქონდე შენობაში მცხოვრები ადამიანების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრობლემა. ლომჯარიამ დევნილებთან კომუნიკაციის დეფიციტზე გააკეტა აქცენტი და თქვა, რომ მზად არის შეასრულოს მედიატორის როლი ხელისუფლებასა და დევნილებს შორის.