პროტესტის ფონზე, მთავრობამ სოციალურად დაუცველებისთვის დენის ტარიფების სუბსიდირება გადაწყვიტა | 17.01.2022

საზოგადოების პროტესტი ფონზე, მთავრობამ სოციალურად დაუცველებისთვის დენის გაძვირებული ტარიფების სუბსიდირება გადაწყვიტა. მორიგი დაპირება პრემიერ მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააჟღერა.  ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პრგორამა სოციალურად დაუცველ იმ მოქალაქეებს შეეხება, რომელთა ქულაც 150 000-ზე ნაკლებია. მიზნობრივი ჯგუფებისთვის ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდის სუბსიდირება იანვრიდან დაიწყება და  წლის ბოლომდე გაგრძელდება.

“ტყუილი, მანიპულაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა” – ასე აფასებენ მთავრობის ახალ ინიციატივას  ოპოზიციაში. ამბობენ, რომ  გზარდილი ინფლაციის ფონზე, ხელისუფლება კვლავ  არასწორ ნაბიჯს დგამს და მოსახლეობას გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს.  ამბობენ, რომ პრემიერის ინიციატივა ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირებაზე თავის მოტყუებაა და შექმნილი კრიზისიდან თავის  დაღწევის ერთდერთი გამოსავალი-  პოლიტურ ცხოვრებაში ცვლილებებია.