იტყვის თუ არა უარს “ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო ბოიკოტზე | 17.01.2022

იტყვის თუ არა უარს “ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო ბოიკოტზე – პარტიის საბოლოო გადაწვეტილება კვირის ბოლოს გახდება ცნობილი. პარტიაში თვლიან, რომ  ხელისუფლებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად საპარლამენტო  ტრიბუნის გამოყენებაც აუცილებელია. პირველ რიგში კი ისინი პარლამენტში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის საკითხის დაყენებას აპირებენ.