იტყვის თუ არა უარს “ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო ბოიკოტზე – პარტიის საბოლოო გადაწვეტილება კვირის ბოლოს გახდება ცნობილი. პარტიაში თვლიან, რომ ხელისუფლებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენებაც აუცილებელია. პირველ რიგში კი ისინი პარლამენტში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის საკითხის დაყენებას აპირებენ.