“უკრაინელი ექსპერტები მზად არიან შეაფასონ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი” | 14.01.2022

უკრაინელი ექიმები და ექსპერტები მზად არიან ჩამოვიდნენ საქართველოში და შეაფასონ რა ხარისხის ზიანი მიადგა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა  ადვოკატებმა  რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ისაუბრეს.  მათივე ინფორმაციით, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი   უკრაინის გენერალურ პროკურატურას  სთხოვს, რომ ის  დაზარალებულად ცნონ.   ევგენი გრუშოვეცის განცხადებით, უკრაინის გენერალურ პროკურატურაში სააკაშვილთან დაკავშირებული წამების, არაადამიანური მოპყრობის და  ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანების ფაქტებზე,  პენიტენციური სამსახურის თანამდებობის პირების მიმართ რამდენიმე საქმე უკვე აღძრულია.

მიხეილ სააკაშვილი უკვე 100 დღეზე მეტია პატიმრობაში იმყოფება. მესამე პრეზიდენტის ადვოკატები ამბობენ, რომ მსჯავრდებულის ჯანრთელობის მდგომარეობა კვლავ საყურადღებოა.