სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები გაფიცვას აანონსებენ – განცხადება სამინისტროში | 14.01.2022

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები ორშაბათიდან გაფიცვას აანონსებენ. სააგენტოს 400-მდე თანამშრომელმა დღეს ჯანდაცვის სამინისტროში გაფიცვის შესახებ განცხადებაც შეიატანა. ამბობენ, რომ მათი ანაზღაურება მხოლოდ 200 ლარია და ხშირ შემთხვევაში ამ თანხასაც სრულად ვერ იღებენ. სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები ხელფასის 100%-ით გაზრდას და ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამბობენ, რომ ორშაბათიდან სამსახურში აღარ მივლენ და საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.