დროშის დღე საქართველოში | 14.01.2022

საქართველოში 14 იანვარი სახელმწიფო დროშის დღეა. თარიღთან დაკავშირებით ვაზიანში, მე-4 ქვეით ბრიგადაში სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა. სახელმწიფო დროშები სიმბოლურად აღიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო ბაზაზეც. სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმაც. უწყების სხვადასხვა დანაყოფში დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა. საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2012 წლიდან, ყოველი წლის 14 იანვარს აღინიშნება.