დევნილთა კომპაქტური დასახლება ქართლის მცხოვრებლები ბინებით უზრუნველყოფას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მათი ამჟამინდელი საცხოვრებელი ინგრევა და სიცოცხლისთვის საშიშია. აქციაზე შეკრებულების ინფორმაციით რამდენიმე დღის წინ ჩამოცვენილი ბათქაშის გამო ერთ-ერთ პირს ჯანმრთელობაც დაუზიანდა და მას სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდა. ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით დევნილები უკვე რამდენიმე დღეა, აქციებს მართავენ. 12 იანვარს ისინი ჯანდაცვის სამინისტროსთანაც იმყოფებოდნენ. ამბობენ, რომ დღევანდელი აქცია გამაფრთხილებელია და თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმას – შიმშილობას მიმართავენ.