საქართველოში ომიკრონის გავრცელების მასშტაბები მკვეთრად იზრდება | 11.01.2022

საქართველოში ომიკრონი სწრაფ გავრცელებას აგრძელებს. ბოლო დღეების განმავლობაში ვირუსის გავრცელების მასშტაბი მკვეთრად გაიზარდა. გასულ 24 საათში ახალი შტამით კიდევ 135 ადამიანი დაინფიცირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საერთო ჯამში  ახალი ვურუსით  ინფიცირებულთა რაოდენობა  951 გახდა.

საგანგაშო სტატისტიკის ფონზე ირკვევა, რომ ჯანდაცვის ახალი მინისტრის გადაწყვეტილებით, 12 კლინიკას კოვიდმიმღების სტატუსი შეუჩერდა.  მინისტრის მოადგილე ამ გადაწყვეტილებას სტანდარტული პროცედურებით ხსნის. თამარ გაბუნია განმარტავს, რომ იგივე პროცესი წინა ტალღების დროსაც ხორციელდებოდა.  საწოლფონდი შემცირდა, თუმცა გაიზარდა ონლაინ კლინიკების რაოდენობა. თამარ გაბუნიას ცნობით, კვირის განმავლობაში ონლაინ კლინიკების რაოდენობას  კიდევ 40 დაემატება.

კონტაქტირებულებისა და ინფიცირებულების იზოლაციის ვადა მცირდება. მიზეზად კი ომიკრონის მსუბუქი მიმდინარეობა სახელდება.  კონტაქტირებული, უსიმპტომო პირები იზოლაციას 8 დღე, სიმპტომიანები კი 10 დღე ექვდემდებარებიან. ინფიცირებულ პაციენტებს კი იზოლაციაში დარჩენა 12 დღე მოუწევთ. გამყრელიძის ცნობით, შესაბამისი პროტოკოლი ჯანდაცვის სამინისტროში უკვე გადაგზავნილია.

რაც შეეხება კოვიდ 19- ის განახლებულს სტატისტიკას.  გასულ დღე-ღამეში ვირუსს კიდევ 46 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გაზრდილია ახალი შემთხვევების რაოდენობაც, ბოლო 24 საათში ვირუსით კიდევ 5486  ადამიანი დაინფიცირდა. მძიმე ეპიდვტარების ფონზე კვლავ დაბალია ვაქცინაციის ტეპმი. ბოლო მონაცემებით,  კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით  მხოლოდ  10 881 პირი  აიცრა.