რაზე ისაუბრეს დავით ზალკალიანმა და ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ | 10.01.2022

საგარეო საქმეთა მინისტრ, დავით ზალკალიანსა და ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მირჩა ჯოანასთან საუბრისას განხილულ იქნა რუსეთსა და ნატოელ მოკავშირეებს შორის დაწყებული მოლაპარაკებების პროცესი ევროპულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. გენერალური მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ წარმოდგენილი შეთავაზებები ე.წ.“უსაფრთხოების გარანტიებთან“ დაკავშირებით, ნატოს პრინციპს ეწინააღმდეგება და დაუშვებელია სუვერენული ქვეყნების საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში მესამე ქვეყნების მსგავსი ჩარევის მცდელობები.