ომიკრონის სწრაფი გავრცელების ფონზე ეპიდემიოლოგები ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვას პროგნოზირებენ | 10.01.2022

საქართველოში  კვლავ მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. ქვეყანაში ომიკრონის 816 შემთხვევა ფიქსირდება. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ომიკრონის სწრაფი გავრცელების ფონზე  ეპიდემიოლოგები ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვას პროგნოზირებენ, რის გამოც ვაქცინაციის აუცილებლობაზე მიუთითებენ. რაც შეეხება კოვიდ 19-ს . ბოლო 24 საათში ინფიცირების 2953 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  ვირსუსს კიდევ 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა