შევქმნათ პარლამენტის მეორე საგამოძიებო კომისია ელექტროენერგიის გაძვირებასთან დაკავშირებითი – სააკაშვილი | 06.01.2022

მორიგი გზავნილი რუსთავის ციხიდან – საქართველოს მესამე პრეზიდენტი კიდევ ერთი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.  ამჯერად საქმე  დენის ტარიფის ზრდას უკავშირდება.  მიხეილ სააკაშვილის  ინფორმაციით  ზრდა ხელისუფლების კორუფციის შედეგია, რომელიც ოლიგარქი ივანიშვილის ბიტკოინებს უკავშირდება.  ექსპრეზიდენტი  თანაპარტიელებს კომისიის შექმნის თაობაზე კონსულტაციების დაწყებებას თხოვს.

“მე არ მინდა, რომ ერთადერთი საგამოძიებო კომისია მიკავშირდებოდეს. გთავაზობთ, ასევე შევქმნათ პარლამენტის მეორე საგამოძიებო კომისია ელექტროენერგიის გაძვირებასთან დაკავშირებით. რაც ჩემს ხელს არსებული ინფორმაციით, მთლიანად უკავშირდება კორუფციას ხელისუფლებაში, კერძოდ, ივანიშვილის ბიტკოინებს, კალაძის მიერ თბილისის ქსელების 25%-ის შეძენას. ვთხოვ, ნაციონალურ მოძრაობას, დაიწყოს ამ თემაზე კონსულტაციები. მინდა, მივმართო გახარიას ფრაქციას პარლამენტში და ვკითხო, შემოუერთდებიან თუ არა ისინი, ასეთ თემაზე საგამოძიებო კომისიის იდეას” – მიხეილ სააკაშვილის მიმართვა.

მიხეილ სააკაშვილს მიმართვის ადრესატები პასუხობენ.  გიორგი გახარიას პარტია ელექტროენერგიის გაძვირების საკითხზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის მხარდაჭერას არ აპირებს,   მიხეილ დაუშვილი განმარტებით ნეპოტიზმი და კორუფცია ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა და ამ კუთხით რეაგირება საჭიროა, თუმცა “ნაციონალური მოძრაობის” მოქმედებები და ინიციატივები ჩამოუყალიბებელი და არათანმიმდევრულია. აღნიშნულ ინიციატივას მიესალმება “სტრატეგია აღმაშენებელი”.  რაც შეეხება სახელისუფლებო პარტიას ისინი პატიმარი  ექსპრეზიდენტის მორიგ ინიციატივას აბსურდულს და არათანმიმდევრულს უწოდებენ.