ომიკრონის 335 შემთხვევა და 41 გარდაცვილილი – კოვიდ-19 განახლებული სტატისტიკა | 06.01.2022

ომიკრონის სახელით ცნობილმა კორონავირუსის ახალმა შტამმა საქართველოშიც იფეთქა. გასულ დღე ღამეში ქვეყანაში  ვირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ერთ დღეში შტამი კიდევ 176 პირს დაუდასტურდა.  საერთო ჯამში კი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში  ომიკრონის უკვე 335 შემთხვევა დასტურდება. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ რომ ქვეყანაში ინფიცირების აღმავალი ტალღა იწყება. სპეციალისტები  შემთხვევების მატებას იანვრის ბოლოდან ელოდებიან.

რაც შეეხება კოვიდ 19- ის განახლებულს სტატისტიკას.  გასულ დღე-ღამეში ვირუსს კიდევ 41 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გაზრდილია ახალი შემთხვევების რაოდენობაც, ბოლო 24 საათში ვირუსით კიდევ 3 567 ადამიანი დაინფიცირდა. მძიმე ეპიდვითარების ფონზე კვლავ დაბალია ვაქცინაციის ტეპმი. ბოლო მონაცემებით,  კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით  მხოლოდ 7 867 პირი  აიცრა.