რუსმა სამხედროებმა ცხინვალის მიმდებარედ, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს | 05.01.2022

მორიგი უკანონო გატაცება საოკუპაციო ხაზთან.  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით,  რუსმა სამხედროებმა  ცხინვალის მიმდებარედ, საქართველოს მოქალაქე,  23 წლის ლაშა ხერეთელი უკანონოდ დააკავეს. სუს-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ  ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.

„უკანონო დაკავებების მავნე პრაქტიკა მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის რეგიონში არსებულ სტაბილურობას, საქართველოს მთავრობა ყველა მექანიზმს იყენებს დაკავებული მოქალაქის გასათავისუფებლად“ – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.