2022 წელი საქართველოში მძიმე ეპიდვითარების ფონზე დაიწყო. კორონავირუსის ახალი შტამი ქვეყანაში სწრაფ გავრცელებას განაგრძობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამჟამად ქვეყანაში ომიკრონის 148 შემთხვევა დასტურდება. ვირუსის სწრაფი გავრცელების გამო, სპეციალისტები მორიგ ეპიდაფეთქებას ელოდებიან. ვარაუდობენ, რომ იანვრის მეორე ნახევრდან ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად გაიზრდება. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგები ომიკრონისს გავრცელების პრევენციისთვის, ერთადერთ გამოსავალს ვაქცინაციასა და ბუსტერ დოზების გაკეთებაში ხედავენ. რაც შეეხება განახლებულ კოვიდსტატისტიკას, ბოლო 24 საათში მთელი ქვეყნის მასშტაბით 3590 ადამიანი დაინფიცირდა, 67 კი გარდაიცვალა.
ომიკრონის გავრცელებიდან მალევე კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი აღმოაჩინეს საფრანგეთში. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელოს, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით უცნობი შტამი კამერუნიდან დაბრუნებულ ადამიანს აღმოაჩნდა, რომელმაც საფრანგეთში სავარაუდოდ 12 ადამიანი დააინფიცირა. მისივე ცვნობით, ახალ შტამში 42 მუტაცია გამოვლინდა, თუმცა შეიყვანს თუ არა ჯანმო მას შემაშფოთებელი მუტაციების სიაში ჯერჯერობით უცნობია.