შალვა ნათელშვილი ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის გუშინ გამოქვეყნებული წერილის შინაარს არ ეთანხმება. განცხადება “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. რასმუსენმა გამოცემა “პოლიტიკოში” გამოქვეყნებულ წერილში თქვა, რომ საქართველო და უკრაინა ნატოში უნდა გაწევრიანდნენ, იმ პირობით, რომ ალიანსის მე-5 მუხლი მოიცავდეს, მხოლოდ კიევისა და თბილისის კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიებს. ნათელაშვილი თვლის, რომ თუ ნატოს სამოქმედო გეგმაში არ შევა აფხაზეთი და ცხინვალი, მაშინ ალიანსის წევრობას აზრი არ ექნება. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა საგარეო მოკავშირეებს, შეწყვიტონ მსგავსი განცხადებების კეთება.