ამერიკის შეერთებული საელჩოს განცხადებას, რომელშიც ოფიციალურმა ვაშინგტონმა თქვა, რომ მმართველი პარტია ქვეყნისთვის ძირგამომთხრელ გადაწყვეტილებებს იღებს, “ქართულ ოცნებაში” სერიოზულად არ აღიქვავენ. მას უსამართლოს უწოდებენ და ამბობენ, რომ დასავლელი პარნიორების ასეთი განცხადებები საერთაშორისო პარტნიორების მიმართ საზოგადოების ნდობას ასუსტებს. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საელჩოს განცხადების შინაარსზე ისაუბრა და თქვა, რომ განცხადებაში ადამიანური შეცდომებია დაშვებული.
“საერთაშორისო პარტნიორები ასე არა მეგობრებს არამედ ავტოკრატებს ესაუბრებიან” – ასეთია ოპოზიციის შეფასებები, ამერიკის საელცოს განცხადებაზე. ამბობენ, რომ დასავლელი პარტნიორები უფრო და უფრო ხშირად აფისირებენ მკაფიო პოზიციას, რომ “ქართული ოცნება” ქვეყანის დემოკრატიულ და ჩრდილოატლანტიკურ კურსს ძირსს უთხრის. ხელისუფლების ოპონენეტები თვლიან, რომ ოფიციალური ვაშინტონის მხრიდან მსგავსი კრიტიკა ბოლო არ იქნება.
“ძირგამოთხრელი გადაწყვეტილებები” – ასე უწოდა ამერიკის საელჩომ “ქართული ოცნების” ნაბიჯს, რომლითაც სახელმწიფო ინსპეტორის სამსახური გაუქმებდა განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ საქართველოს ხელისუფლება განსხვავებულ აზრს, პასუხს სამაგიეროს გადახდით და დასჯით სცემს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საზოგადოებას არ მიეწოდა სარწმუნო არგუმენტები, თუ რატომ გახდა საჭირო ცვლილებების ნაჩქარევად მიღება, სათანადო კონსულტაციების გარეშე. ამერიკის საელჩოს კრიტიკა დაიმსახურა სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელებამაც.
“განსაკუთრებით შემაშფოთებელია ამ საკანონმდებლო ცვლილებებზე გამჭვირვალე განხილვისა და ანალიზის ნაკლებობა. განზრახ თუ უნებლიედ, მმართველი პარტიის გზავნილი იყო, რომ ხელისუფლების დამოუკიდებელ ზედამხედველობას ან განსხვავებულ აზრს, კანონით განსაზღვრულსაც კი, პასუხი გაეცემა სამაგიეროს გადახდით, დასჯითა და გათავისუფლებით. ნაბიჯები, რომლებიც ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, როგორიცაა სასამართლო ან დამოუკიდებელი საზედამხედველო უწყებები, აზიანებს საქართველოს მისწრაფებებს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ძირს უთხრის ძირითად თავისუფლებებს, რაც ქართული კულტურისა და საზოგადოების საძირკველს წარმოადგენს,” – ამერიკის საელჩოს განცხადება.