ჩემი ახალი წელი სხვებისგან გამორჩეულია ჩემი საყვარელი გოგოს სატელევიზიო დებიუტით – სააკაშვილი | 31.12.2021

წლის მთავარი პატიმარი 2022 წელს რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხვდება. პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას წერილით მიმართავს და ამბობს, რომ  31 დეკემბერი განსხვავებული დღეა, რომელიც ყველას გვაერთიანებს. მისივე თქმით, ეს პირველი ახალი წელია, რომელსაც ციხეში ხვდება. ექსპრეზიდენტი პირველად საუბრობს თავის უმცროს გოგონაზე – ელის მარია სააკაშვილზე.

“მოგესალმებით რუსთავის ციხიდან, ფიზიკურად დასუსტებული, მაგრამ მორალურად მხნე! სამშობლოს თავისუფლებისა და ჩვენი ხალხის ღირსეული მომავლისთვის ბრძოლა გრძელდება! თუმცა, დღეს მინდა მომავალი წლის მთელი სიმძიმე გვერდით გადავდო.  31 დეკემბერი განსხვავებული დღეა. დღე, რომელიც ყველას გვაერთიანებს და ერთნაირად გვიყვარს დიდსა თუ პატარასმიდის ძველი წელი და გეძლევა შანსი, რომ განვლილ წელში დატოვო ყველაფერი ის, რაც აქამდე არ ან ცუდად გამოგდიოდა! წარსულში დატოვო მტრობა, შუღლი, დაპირისპირებაის, რაც განგრევს შიგნიდან და ანგრევს გარეთ შენს ქვეყანასეს პირველი ახალი წელია, რომელსაც ციხეში ვხვდები, მაგრამ შევეცადე ოპტიმიზმი მაინც არ დამეკარგა და ამაშიც მეპოვნა სიკეთის მარცვალი. დიახ, სამაგიეროდ, წელს პირველი წელია, როდესაც ტელევიზორის ეკრანიდან თავის დედიკოსთან ერთად სცენიდან მოგვესალმებამთავარი არხისსაახალწლო კონცერტის ყველაზე პატარა მონაწილე, ელის მარია სააკაშვილი. ჩემი ყველაზე საყვარელი გოგო და ყველაზე უმცროსი შვილი. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი შესაძლებლობა მაქვს და ჩემი ახალი წელი სხვებისგან გამორჩეულია არა ციხის კედლებით, არამედ ჩემი საყვარელი გოგოს სატელევიზიო დებიუტით. და კვლავ, გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს. 2022 წელს აუცილებლად უნდა შევცვალოთ ყველაფერი ისე, რომ ჩვენი შვილები უფრო ლაღები და ბედნიერები გახდნენ!” – მიხეილ სააკაშვილის მიმართვა.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე მეორე დღეა მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია, სადაც გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობის შემდეგ დააბრუნეს. დღეს მასთან ადვოკატი იმყოფებოდა. შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ მსჯავრდებულთან კომუნიკაციის საშუალება გარკვეულწილად შეზღუდულია.

დასკვნას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლის საფუძველზეც ის ციხეში გადაიყვანეს, უნდობლობას უცხადებს ცენტრი ემპათია.  ემპათიას ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ციხეში საფრთხე ემუქრებოდეს.   მმართველი გუნდი კი  ირწმუნება, რომ   მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის გორის სამხედრო ჰოსპიტალში დასრულებული იყო.  პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ თუ არ არსებობს სპეციალური დონის სამედიცინო სერვისის მიწოდების საჭიროება, პატიმარი უნდა დარჩეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

რადიკალურად განსხვავებულია ოპოზიციის შეფასება. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ  მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას აქვს ადგილი.

დღეს მიხეილ სააკაშვილის  სოლიდარობის ნიშნად ოპოზიციონერი ლიდერები  ახალ წელს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან შეხვდებიან. პარალელურად ადვოკატები ამბობენ, რომ მესამე პრეზიდენტის  პოლიტიკური დევნის საკითხზე სამართლებრივი მუშაობა გაგრძელდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.