სალომე ზურაბიშვილმა საახალწლოდ 14 მსჯავრდებული შეიწყალა | 31.12.2021

საქართველოს პრეზიდენტმა საახალწლოდ 14 მსჯავრდებული შეიწყალა. მათგან 9 პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ერთ პატიმარს დარჩებილი სასჯელი შეუმცირდა, კიდევ 4 მსჯავრდებული კი შეწყალებულია სხვადასხვა სახის სასჯელისგან, როგორიცაა პირობითი სასჯელის შემდგომი მოხდა, პირობითი სასჯელის ვადის შემცირება, შინაპატიმრობის სასჯელისგან გათავისუფლება და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეზღუდვისგან გათავისუფლება. შეწყალების აქტი სალომე ზურაბიშვილმა 2021 წლის 31 დეკემბერს გამოსცა.