საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მოსახლეობას დამდეგ 2022 წელს ულოცავს. უწყების თანამშრომლებმა ქართველი ხალხისთვის ახალი წლის მილოცვა ორიგინალური ფორმით გადაწყვიტეს და საშობაო ლექსები ქართულ ენაზე წაიკითხეს. საელჩოს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ახალ წელს ქართულად გვილოცავს ელჩი კელი დეგნანიც. დამდეგ 2022 წელს მოსახლეობას სპეციალური ვიდეო მიმართვით ულოცავს ევროკავშირის საელჩოც. წლის შემაჯამებელ ვიდეოში, გასული 12 თვის მნიშვნელოვანი მოვლენებია ასახული.