ძალიან შემაშფოთებელია ის, რაც საქართველოში შობის დროს ხდება – ვიოლა ფონ კრამონი | 30.12.2021

სახელმწიფო  ინსპექტორის სამსახურის  გაუქმების საკითხს სოციალურ ქსლშო გამოეხმაურა ნიდერლანდების სამეფოს ელჩიც. მარია ქრისტინა ვან კოლდამი საკუთარ პოზიციას twitter-ზე აფიქსირებს და წერს, რომ ინსპექტორის სამსახურის დაჩქარებული წესით დაშლის ინიციატივა შემაშფოთებელია. საქართველოში ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას შემაშფოთებელს უწოდებს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონიც.

“ძალიან შემაშფოთებელია ის, რაც საქართველოში შობის დროს ხდება. საქართველოს მთავრობა ცდილობს გააუქმოს ერთ-ერთი ყველაზე პროფესიული, გამართულად მოქმედი სახელმწიფო ინსტიტუტი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. ეს არ ჰგავს 2022 წლის პერსპექტიულ დასაწყისს,” – წერს ვიოლა ფონ კრამონი.