სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება განხილვის მთავარი თემა იყოს დღეს პარტია “დროას” ლიდერებსა და უცხოელ დიპლომატებს შორის გამართულ შეხვედრაზე. ელენე ხოშტარიას თქმით, სახელმწიფო ინსპექტორმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გახმაურებული საქმეების გამოძიების პროცესში. ხოშტარია ფიქრობს, რომ ხელისუფლების მიზანი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის გაუქმებაა. დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა ჩეხეთის ელჩიც, რომელმაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებულ გარემოებებს საგანგაშო უწოდა.