“მიხეილ სააკაშვილის ეტაპირება ისე განხორციელდა, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ იკვეთება სახელმწიფო კონსილიუმის ჩართულობა” – საგანგებო განცხადებას სახალხო დამცველი ავრცელებს. განცხადებაში ვკითხულობთ რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის პროცესში სახელმწიფო კონსილიუმი აქტიურად უნდა ჩაერთოს და სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციები უნდა შესრულდეს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ორჯერ სცადეს მესამე პრეზიდენტთან შეხვედრა, თუმცა სააკაშვილთან გასაუბრება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ მოახერხეს.