ომიკრონის სწრაფი გავრცელების ფონზე, სპეციალისტები ქვეყანაში მორიგ ეპიდაფეთქებას ელოდებიან | 29.12.2021

ქვეყანაში  ომიკრონის სწრაფი გავრცელების ფონზე, სპეციალისტები მორიგ ეპიდაფეთქებას ელოდებიან.  ვირუსის ახალი შტამის კიდევ  4 შემთხვევა ამჯერად აჭარაში დადასტურდა.  ირკვევა, რომ ოთხივე ინფიცირებულს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. საერთო  ჯამში კი  საქართველოში ომიკრონის უკვე 70-მდე შემთხვევა ფიქსირდება.

ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ იანვრის მეორე ნახევრიდან ინფიცირების დღიური მაჩვენებელი შესაძლოა 25 ათასამდე გაიზარდოს. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ომიკრონისს გავრცელების პრევენციისთვის,  ერთადერთ გამოსავალს ვაქცინაციასა და ბუსტერ დოზების გაკეთებაში ხედავენ. რაც შეეხება განახლებულ კოვიდსტატისტიკას, ბოლო 24 საათში მთელი ქვეყნის მასშტაბით 2514 ადამიანი დაინფიცირდა, 61 კი გარდაიცვალა.