ლონდა თოლორაიამ გაერთიანებული კომიტეტის სხდომა დღეს პროტესტის ნიშნად დატოვა. სახელმწიფო ინსპექტორი ამბობს, რომ მან ქართული ოცნების ლიდერებისგან, კითხვებზე პასუხები ვერ მოისმინა. თოლორაია პირდაპირ ამბობს, რომ მმართველი ძალა მის უწყებას დამოუკიდებელობისთვის და კომპეტენტურობის გამო სჯის. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებული სხდომას , სადაც სახლემწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმების შესახებ, “ქართული ოცნების” კანონპროექტს განიხილავდნენ, ინსპექტორთან ერთად, არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია ესწრებოდნენ.
ლონდა თოლორაიას მსგავსად კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც დატოვეს. ამბობენ რომ ქართული ოცნების გადაწყვეტილება სახელმწიფოს ავტორიტარიზმთან აახლოებ. მათივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტი ერთადერთ მიზანს ემსახურება – კონკრეტული თანამდებობის პირების ჩამოშორებას და მათზე პოლიტიკურ თავდასხმას.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წელს თავად “ქართულმა ოცნებამ” ევროპელი პარტნიორების მოთხოვნით ჩამოაყალიბა 25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიის ინიციატივით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. საზოგადოების ნაწილმა ეს გადაწყვეტილებამ ინსპექტორის სამსახურის მიერ, მიხეილ სააკაშვილის მიმართ, შესაძლო არაადმიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას დაუკავშირა. უწყებამ უკვე ჩაატარა მოკვლევა იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის მიერ სააკაშვილის გლდანის ციხეში ძალადობრივად გადაყვანის კადრების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. მოკვლევის შემდეგ, კი იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა. გარდა ამისა, სახელმწიფო ინსპექტორმა უწყებებს კადრების წაშლაც დაავალა.