საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, კორონავირუსის საწინაარმდეგო ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია იანვარშიც გაგრძელდება. ასაკობრივი ზღვარი დაიწევს და აცრის შემთხვევაში 200 ლარიან ვაუჩერს, 60 წლის ნაცვლად, 50 წლის მოაქლაქეებიც მიიღებენ.
ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განმარტა, რომ 60 წელს ზემოთ ადამიანებში ქორნიკული დაავადებები ყველაზე ხშირია, ამიტომ, მათი ვაქცინაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, 200 ლარიანი წამახალისებელი მექანიზმი, რომელიც 8 ნოემბრიდან ამოქმედდა, ამართლებს, რადგან ამ პერიოდში, 60 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, ვაქცნინაცინირებილთა რიცხვი 100 000 -ით გაიზარდა.
ომიკრონის შტამზე ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ერეოვნული ცენტრის ხელმძღვანელმა. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, არსებობს თეორია, რომ ომიკრონი პანდემიის დასასრულის დასაწყისი გახდეს, თუმცა მისივე თქმით, ახალი შტამი რეკორდულად მაღალი სისწრაფით ვრცელდება და სასურველია, ვაქცინაცია და კოვიდ რეგულაციების დაცვა. თამარ გაბუანიამ კი აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტო ომიკრონთან საბრზძოლველად მზად არის.
ქვეყანაში კორონა ვირუსით ინფიცირების 2676 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 63 „ომიკრონია“. როგორც ამირან გამყრელიძე პროგნოზირებს, 2-3 კვირის ფარგლებში ახალი შტამი, შესაძლობა დომინანტი გახდეს „დელტა“შტამთან მიმართებაში, თუმცა, „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევები მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს.