სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების პროექტის დაჩქარებული განხილვის შეწყვეტას ითხოვს. შესაბამის განცხადება მან გვიან ღამით გაავრცელა და აღნიშნა, რომ მიმდინარე პროცესი მისთვის მიუღებელია. როგორც პრეზიდენტი ამბობს, უწყებაში დასაქმებული 114 -ვე თანამშრომლისთვის, მათ შორის სახელმწიფო ინსპექტორისათვის სამუშაო ადგილის შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.