მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობის აქცია გრძელდება – კახეთის გზატკეცილზე, “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისთან, ამჟამად 12 კარავია გაშლილი, რომელშიც პროტესტის უკიდურეს ფორმას 200-მდე ადამიანი მიმართავს. პარტიაში ამბობენ, რომ მოშიმშილეების ჯანმრთელობის მონიტორინგი მუდმივად რეჟიმში მიმდინარეობს. მოშიმშილეების მოსანახულებლად “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან დღეს მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია მივიდა.
შეგახსენებთ, რომ მასობრივი შიმშილობის აქცია ოპოზიციამ 7 დღის წინ დაიწყო.