პარტია “ხალხისთვის” წარმომადგენლები და მოქალაქეები შეიკრიბნენ თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძვირებას აპროტესტებდნენ და დედაქალაქის მერს მოსახლეობისთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებდნენ. ანა დოლიძემ აქციაზე სიმბოლურად ყულფი მიიტანა და განაცხადა, რომ თბილისის მთავრობა გაზრდილი გადასახადებით ადამიანებს ახრჩობს. პარტია “ხალხისთვის” ლიდერმა საკრებულოში შესვლა და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან გასაუბრება სცადა, რისი საშუალებაც მას სამართალდამცველებმა არ მისცეს.