ხოშტარიამ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებთან კრიზისიდან გამოსვლის გზებზე დისკუსია გამართა | 24.12.2021

“მიხეილ სააკაშვილის საქმე,  ხაზარაძე-ჯაფარიძის სამართლებრივი პროცესი, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიამეჯერების საკითხი” – ამ და სხვა პოლიტიკურად მოტივირებულ სამართლებრივ საქმეებზე გამართა დისკუსია ელენე ხოშტარიამ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებთან. შეხვედრის მთავარი მიზანი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან  გამოსავლის მოძებნა იყო. ექსპერტები ამბობენ, რომ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების უკან ხელისუფლების ინტერესები იკვეთება, ქართული ოცნების მიზანი კი პოლიტიკური ოპონეტებისა და კრიტიკული მედიის გაჩუმებაა.