ოპოზიცია კახა კალაძეს საკრებულოს სხდომაზე იბარებს და საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის დროებით შეჩერებას მოითხოვს. ოპოზიცია აცხადებს, რომ მგზავრობა 100%-ით ძვირდება და 1 თებერვლიდან დედაქალაქის მოსახლეობას საზოგადოებტივ ტრანსპორტში ორმაგი თანხის გადახდა მოუწევთ. თბილისის მერის ოპონენეტებისთვის ასევე რთულად წარმოსადგენია, თუ როგორ შეზლებენ თბილისელები ულიმიტო აბონიმენტში 250 ლარის ერთჯერადად გადახდას. როგორც საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები ამბობენ ისინი კახი კალაძის ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერენ.
1 თებერვლიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემა ამოქმედდება. ახლა უკვე მგზავრობა სააბონემენტო სისტემით იქნება შესაძლებელი. თბილისის მერი ამბობს, რომ ტრანსპორტის ხშირი მომხმარებლისთვის მგზავრობა გაიაფდება, თუმცა ჩანს, რომ ეს ცვლილებები მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს მგზავრობას გაუძვირებს. ირკვევა, რომ დედაქალაქში ერთჯერადად მგზავრობის საფასური გაორმაგდა. ტარიფი, რაც აქამდე 50 თეთრი იყო, უკვე 1 ლარი გახდება. კახი კალაძის ინიციატივით, 90-წუთიანი ბარათი – 1 ლ ეღირება. ულიმიტო ერთდღიანი ბარათი – 3 ლ ერთკვირიანი– 20 , ერთთვიანი– 40 სამთვიანი– 100 ექვსთვიანი– 150 ხოლო ერთწლიანი ბარათი – 250 ლ.