შიმშილობის დაწყებას ვერც ერთ ვითარებაში ვერ მივესალმები – ლომჯარია | 22.12.2021

“შიმშილობის დაწყებას ვერცერთ ვითარებაში ვერ მივესალმები” – ასეთია სახალხო დამცველის პოზიცია. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და მხარდამჭერების მიერ მასობრივი შიმშილობის დაწყება ნინო ლომჯარიამ დღეს ბრიფინგზე შეაფასა. ამბობს, რომ ისურვებდა, პოლიტიკური პროცესი საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობდეს. როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, ოპოზიციას ხმების საკმარისი რაოდენობა აქვს, რომ ხელისუფლებას პრობლემა სხვადასხვა საპარლამენტო მექანიზმით შეუქმნას.