“ულტიმატუმის ენა თუ შიმშილობა არ ხსნის დაზაბულობას და ვერ გვთავაზობს გამოსავალს ჩიხური სიტუაციიდან” – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ელჩების კონფერენციაზე გააკეთა, რომელიც ონლაინ ფორმატში მიმდინარეობდა. საქართევლოს პრეზდიენტმა ქვეყნის შიგნით და გარეთ არსებულ დაძაბულ ფონზე ისაუბრა და ამ კონტექსტში მის მიერ წამოწყებული ეროვნული თანხმობის პროცესზე გაამახვილა ყურადღება. ზურაბიშვილი ამბობს, რომ რეალური დიალოგის გარეშე დეესკალაცია და მდგრადი სტაბილურობა ვერ მიიღწევა. გამოსვლისას პრეზიდენტმა დიპლომატებს მიმართა, რომ ეროვნული თანხმობის პროცესში მათი სრული მხარდაჭერა სჭირდება.