შერიგება ძალიან რთულია, უნდა დიდი მოთმინება ყველასგან და პირველ რიგში, ალბათ ჩემგან – ზურაბიშვილი | 21.12.2021

„მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, მზად ვარ ეროვნული თანხმობის პროცესი დავიწყო და მასში ჩემი წვლილი შევიტანო“- საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლეში, სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის წარმომადგენლებს უმასწპინძლა და ეროვნული თანხმობის შესახებ საკუთარ ინიციატივასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ესაუბრა. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ საქართველო მომავალშიც იქნება შემწყნარებლობისა და ტოლერანტობის ქვეყანა, სადაც მრავალი რელიგიური თუ არარელიგიური შეხედულება ერთად თანაარსებობას შეძლებს და ამით ქვეყნის საუკუნოვანი ტოლერანტული ტრადიცია გაგრძელდება.