თემურ ალასანიას პროკურატურაში დაბარების გამო, სააკაშვილი ივანიშვილს მიმართავს | 16.12.2021

მიხეილ სააკაშვილის ბიძა დაკითხვაზე დაიბარეს. მესამე პრეზიდენტის ინფორმაციით,  თემურ ალასანიას პროკურატურამ საქართველოში ჩამოსვლიდან რამდენიმე საათში დაურეკა და საგამოძიებო უწყებაში დაიბარა. პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება 2018 წელს უკრაინულ ვებგვერდზე ატვირთულ ჩანაწერებს სადაც, მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ალასანიას საუბარი ფიქსირდება. ალასანიას პროკურატურაში დაბარების გამო,  ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს. ის სოციალურ ქსელში წერს, ბიძა  საქართველოში საახალწლოდ ჩამოვიდა. ყოფილი პრეზიდენტი ოლიგარქს ურჩევს, რომ მეტი სიმშვიდისთის  ყველა მისი ნათესავი და ნაცნობი დააკავოს.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ადვოკატი  შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ პრეზიდენტი თავს სუსტად გრძნობს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს უჭირს მეტყველება, გადაადგილება და წონასწორობის შენარჩუნება. სააკაშვილთან იმყოფებოდა გიული ალასანიაც. პრეზიდენტის დედა ფიქრობს, რომ რეაბილიტაციის პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს, რისთვისაც მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს.