საქართველოს მოქალაქე, ყოფილი სამხედრო მამუკა ჩხიკვაძე კვლავ რუსეთის ტყვეობაში რჩება | 15.12.2021

საქართველოს მოქალაქე, ყოფილი სამხედრო მამუკა ჩხიკვაძე კვლავ რუსეთის ტყვეობაში რჩება. ანტისაოკუპაციო  მოძრაობის წევრი, დავით ქაცარავა, ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. ამბობს, რომ არგაღიზიანების პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა რუსეთთან მიმართებაში იყენებს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს. ქაცარავას ინფორმაციით, ყოფილი სამხედრო ამჟამად  ცხინვალის იზოლატორში იმყოფება, სადაც ის ფიზიკური წამების მსხვერპლია.  ხელისუფლებას ოკუპანტების ტყვეობიდან მამუკა ჩხიკვაძის დასახსნელად დროული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს ექიმი,  ვაჟა გაფრინდაშვილიც.

მამუკა ჩხიკვაძე მეხუთე დღეა რაც ცხინვალის იზოლატორში იმყოფება.  ყოფილი ძალოვანი რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან 12 დეკემბერს გაიტაცეს.  40 წლის მამაკაცს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან.