“41 მახათი პროკურორ შოთაძეს” – ამ სახელწოდებით სამოქალაქო აქტივისტებმა გენერალურ პროკურატურასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს. აქტივისტებმა პროკურორ შოთაძეს 41 მახათი საჩუქრად ბიძინა ივანიშვილის ერთგული მსახურებისთვის მიუტანეს. მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების ხელში პროკურატურა პოლიტიკური შურისძიების ერთ-ერთი იარაღია და სააკაშვილი პოლიტიკური ტყვეა. ამბობენ, რომ პროკურატურა და პროკურორი ირაკლი შოთაძე საკმაოდ შორს არიან ობიექტური გამოძიებისაგან.