“ნაციონალური მოძრაობის” წევრებსა და ბათუმის მერ არჩილ ჩიქოვანს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კამათის მიზეზი სადაო მშენებლობები გახდა. ოპოზიციამ მერია კორუფციაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ბათუმში 119 მშენებარე ობიექტიდან 49 უკანონოა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ბათუმის მერს ასევე მოსთხოვეს უფლებამოსილება შეეჩერებინა მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლისთვის, რომელიც მათი თქმით, ერთ-ერთ ობიექტზე იარაღით მივიდა და მოქალაქეს ემუქრებოდა. რაზეც მერმა განაცხადა, რომ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით სამართლებრივი ღონისძიებები დაწყებულია. დაპირისპირება ბათუმის მერის კაბინეტში დაიწყო, რის შემდეგაც ადგილზე პოლიცია მივიდა. სამართალდამცველებმა ოპოზციის წარმომადგენლები მერის კაბინეტიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.